Book Creator

Activity ,,Journey with air balloon”

by Irma Ghaniashvili

Pages 8 and 9 of 11

Loading...
Loading...

მსვლელობა

1.მასწავლებელი უძღვება თამაშს.მოსწავლეები ქმნიან ხუთ-ექვსკაციან ჯგუფებს.თითოეულ ჯგუფს გადაეცემა თითო პოსტერი და ფლომასტერები.მოსწავლეები ხატავენ საჰაერო ბუშტს ოკეანის თავზე.პოსტერზე მაგრდება ათი ბალასტის (სიმძიმის )ტომარა,რომლებიდანაც თითოეული გამოხატავსადამიანის თითო უფლებას(ჩამონათვალი იხილეთ ქვევით)
2.თამაში იწყება.მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ,რომ ამ ,,ადამიანის უფლებათა საჰაერო ბუშტით’’ მგზავრობენ.ბუშტი დაშვებას იწყებს და მგზავრებმა რამდენიმე ტომარა უნდა გადააგდონ საჰაერო ბუშტიდან,რათა თავიდან აიცილონ სერიოზული კატასტროფა.
მოსწავლეთა ამოცანას წარმოდგენს არჩევანის გაკეთება ადამიანის იმ უფლებებს შორის ,რომლებიც თამაშში ბალასტის ტომრების სახით არის წარმოდგენილიო და არჩევანის გაკეთებისას, მოუწევთ შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:
 არის რომელიმე უფლება ისეთი,რომელიც მეორეშუი იგულისხმება?
 რომელი უფლებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის?ჩვენი პირადი საჭიროებისთვის?
Loading...
Loading...
3.ასეა თუ ისე,საჰაერო ბუშტი ძირს მიექანება და მეტი ბალასტის თავიდან მოშორებაა საჭირო,რეგულარული ინტერვალებით.მას შემდეგ ,რაც ოთხ ან ხუთ ტომარას გადააგდებენ ,საჰაერო ბუშტი მშვიდობით დაეშვება მიწაზე

4.საბოლოოდ მთელი კლასის მიერ ხორციელდება შედეგების შეჯამება.ყოველი ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ სიას და ხსნის,რითი ხელმძღვანელოდბნენ არჩევანის გაკეთებისას.მოსწავლეთა ჯგუფები ადარებენ საკუთარ შედეგებს.
არის განსხვავება მათ არჩევანში?
დეტალური მოხსენებები ჯგუფური სამუშაოს შესახებ ურიგო არ იქნება.
რთული იყო შეთანხმების მიღწევა?
გაგიჭირდათ პრიორიტეტი მიგენიჭებინათ რომელიმე უფლებისადმი სხვა უფლების დათმობით?
სასურველია,მოსწავლეები შეთანხმდნენ იმაზე,რომ ადამიანის ყველა ჩამოთვლილი უფლება მნიშვნელოვანია,მაგრამ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა უფლებას ანიჭებს პრიორიტეტს,როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება.

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator