Book Creator

ადამიანის უფლებების მოკლე ისტორია

by Khatuna Tsikhelashvili

Pages 4 and 5 of 17

Loading...
როდესაც მშვიდობიანად შევედი  ბაბილონში და საკუთარი მმართველობა დავამყარე სასახლეში
Loading...
-   მარდუქმა, დიდმა მბრძანებელმა აღანთო ბაბილონელთა გულებში ჩემდამი სიყვარული.
Loading...
-   და მე ყოველდღიურად ვლოცულობდი მისთვის.
Loading...
-   ჩემი მრავალრიცხოვანი ჯარი მშვიდობიანად შევიდა ბაბილონში.
Loading...
-  მე არავის მივეცი უფლება დაეშინებინა შუმერისა და აქადის მაცხოვრებლები.
Loading...
-  მე არავის მივეცი უფლება დაეშინებინა შუმერისა და აქადის მაცხოვრებლები.
Loading...
-  მე დავამყარე მშვიდობა ბაბილონსა და ყველა წმინდა ქალაქში
Loading...
-  მე გავაუქმე უღელი, რომლის ქვეშაც ისინი იტანჯებოდნენ.
Loading...
-  მარდუქი, დიდი მბრძანებელი კმაყოფილი დარჩა ჩემი საქმეებით ...
Loading...
აშურში და სუზაში, აგადაში, ეშნუნსა და ზამბაში, მე-ტურნუსა და დერში, გუთიების ქვეყნამდე
Loading...
-  მე დავაბრუნე თავის ადგილას ამ წმინდა ქალაქებში ტიგროსის იქითა ნაპირას, სამლოცველოები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში ნანგრევებად იყვნენ ქცეულნი
Loading...
-   [ასევე] ღმერთები, რომლებიც ადრე აქ ცხოვრობდნენ.
Loading...
- მე დავაბრუნე ყველა იქაური მაცხოვრებელი და დავუბრუნე მათ საცხოვრებელი.
Loading...
-  მარდუქის ნებით, დიდი მბრძანებლის ნებით, შუმერისა და აქადის ყველა ღმერთი, რომლებიც ნაბონიდის მიერ
ბაბილონში იყო გადმოტანილი უკან დავაბრუნე მათ ძველ ტაძრებში, მათ ძველ სამყოფელში.
ისინი კმაყოფილნი არიან.
Loading...
-  დაე, ყველა ღმერთი, რომლებიც მე დავაბრუნე მათ წმინდა ქალაქებში, შეევედრონ ბელსა და ნაბუს ჩემი დღეგრძელობის შესახებ.
Loading...
-  დაე, უთხრან მარდუქს, ჩემს მბრძანებელს: „კურაში [არის]- მეფე, რომელიც გეთაყვანება შენ, ხოლო კამბიზი შვილია მისი“.